თეზაურუსიf

Frankfurter Neue Presse

[FNP] “ფრანკფურტერ ნეუე პრესე” (გერმ. – “ფრანკფურტის ახალი პრესა”) ყოველდღიური გერმანული გაზეთია, რომელშიც აღწერილია როგორც ლოკალური, ისე - რეგიონული საკითხებიც. გაზეთი ფრანკფურტ-ამ-მაინში გამოიცემა. მისი ხედვა კონსერვატიულია.

Frankfurter Neue Presse-ი პირველად 1946 წლის 15 აპრილს გამოიცა. გაზეთმა  Frankfurter Rundschau-ის მსგავსად ლიცენზია ამერიკული სამხედრო მთავრობისგან მოიპოვა. ომისშემდგომი გერმანიის ამერიკულ ზონაში FNP ოცდამეთორმეტე გაზეთი იყო. გაზეთის ლიცენზია  ჰუგო შტენცელმა და აუგუსტ ჰაინრიხ ბერნინგმა აიღეს. 1949 წლის 20 იანვრიდან გარდაცვალებამდე (1964 წლის 20 ივლისამდე) შტრენცელი იყო გაზეთის ერთადერთი გამომცემელი. შემდეგ მისი ადგილი Frankfurter Societät-ის მმართველმა დაიკავა. 1991 წლიდან 2007 წლის მარტის ბოლომდე გაზეთს ამავე კომპანიის ახალი პასუხისმგებელი დირექტორი ვოლკერ გრამსი მართავდა, ხოლო 2007 წლის პირველი აპრილიდან მმართველი ჰანს ჰომრინგ ჰაუსენია. 

გაზეთის მმართველი კომპანია კვლავ Frankfurter Societäts-Medien GmbH-ია. გამოცემის ტირაჟი ორ ფრანკფურტულ გამოცემასთან ერთად აღირიცხება; ესენია: Frankfurter allgemeine Zeitung-ის რეგიონული ნაწილი და Rhein-Main-Zeitung-ი. ამ გაზეთების საერთო ტირაჟი დღეში 87436 ეგზემპლიარია, ხოლო  მკითხველთა რაოდენობა 471 000–ს აღწევს. გაზეთის მთავარი რედაქტორია რაინერ მარია გეფელერი.

fnp.de 

კომენტარები: