ორგანიზაციაh

Handelsblatt

“ჰანდელსბლატი” (გერმ. – ”ვაჭრობის ფურცელი”) დღეისათვის გერმანიის ყველაზე ავტორიტეტული ბიზნეს-გაზეთია. გამოიცემა ყოველდღიურად.

გაზეთი ფრიდრიჰ ფოგელმა დააარსა 1946 წლის 16 მაისს. 1970 წელს “ჰანდელსბლატმა” პოპულარულობითა და ტირაჟით კონკურენტ Industiekurier-ს გაუსწრო. Handelsblatt-ის აქციები ეკუთვნოდათ დიტერ ჰოლცბრიკს (Holtzbrick Medien-ის დამფუძნებელს), პიერ გერკენსს, ალექსანდერ შლეტერსა და ვილჰელმ ცუნდლერს.

1999 წლიდან გაზეთი თანამშრომლობს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ საფინანსო კორპორაცია Dow Jones Group-თან, რომელიც, თავის მხრივ, Wall Street Journal-სა და Wall Street Journal Europe-ს მფლობელია. ამ კოოპერაციის შედეგად Handesblatt-ის კორესპონდენტებს ამერიკელი პარტნიორების სტატიების გამოყენება და ტირაჟირება შეუძლიათ.

Handelsblatt-ი, როგორც გერმანიის უმსხვილესი ბიზნეს-ფინანსური გაზეთი, მსოფლიოს მასშტაბით 200-კაციანი რედაქტორებისა და კორესპონდენტების ჯგუფს აერთიანებს. მისი ტირაჟი დღეში 136 687 ეგზემპლიარია, ხოლო მკითხველთა რაოდენობა ნახევარ მილიონს უტოლდება. გამოდის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. Handelsblatt-ი ყველაზე ხშირად ციტირებული ეკონომიკური გაზეთია მთელი გერმანიის მასშტაბით.
მისი მთავარი რედაქტორია გაბორ შტაინგარტი.

„ჰანდესბლატს“ ინტერნეტგამოცემაც აქვს, რომლის მნახველთა რაოდენობა თვეში 26,6 მილიონ კაცს შეადგენს. გაზეთის ონლაინვერსია ყველაზე მოთხოვნადია ეკონომიკურ ონლაინჟურნალებს შორის. 2008 წლის 1 აგვისტოდან ონლაინვერსიის მთავარი რედაქტორი სვენ შეფლერი გახდა.

handelsblatt.com

კომენტარები: