ორგანიზაციაh

Harriman Institute

ჰარიმანის ინსტიტუტი - პირველი აკადემიური ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ინტერდისციპლინალურ შესწავლას აწარმოებს. როკფელერების ფონდის მხარდაჭერით ის 1946 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში დაარსდა, როგორც „რუსული ინსტიტუტი“. მისი მიზანი იყო განათლების წახალისება და სტუდენტებისათვის რუსეთზე მეტი ინფორმაციის მიწოდება. სწავლების ობიექტების გეოგრაფიული არეალი მოიცავდა არა მარტო რუსეთს, არამედ საბჭოთა კავშირის ყველა დანარჩენ ქვეყანასაც. 1982 წელს რუსულ ინსტიტუტს ‘’ საბჭოთა კავშირის შემსწავლელი, ვ. ავრელ ჰარიმანის სახელობის ინსტიტუტი’’ დაერქვა - გუბერნატორ ჰარიმანს დიდი ღვაწლი მიუძღოდა ამ ინსტიტუტის განვითარებაში. სახელის გადარქმევის შემდეგ ჰარიმანმა თქვა: ‘’ჩემი მიზანი ძალიან ცხადია: მინდა, წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ საბჭოეთის ძირეულად შესწავლას. დაუშვებელია პოლიტიკის დაფუძნება უმეცრებასა და ილუზიებზე. პოლიტიკა დაფუძნებული უნდა იყოს ურთიერთგაგებასა და განათლებაზე. ‘’

1992 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ინსტიტუტმა ოფიციალურად გააფართოვა სწავლების სპექტრი და მასში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაც შეიყვანა. 1992 წლიდან ინსტიტუტს ჰარიმანის ინსტიტუტის სახელით მოიხსენიებენ.

ჰარიმანის (ფორმალურად, რუსეთის) ინსტიტუტმა რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის საქმეში დაარსების დღიდან მძლავრი ნაბიჯები გადადგა. იგი ყველანაირი რესურსის გამოყენებას ცდილობს, რათა საქმიანობა უფრო სრულყოფილი გახადოს. მის წევრებს შორის არიან სტუდენტები და 60-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი.

harrimaninstitute.org

კომენტარები: