თეზაურუსიh

Hedges

გაურკვეველი, თავდასაცავი ან თავის ამრიდებელი გამონათქვამები. ამგვარი გამონათქვამები კომუნიკატორის მეტყველებაში გამოხატავენ მისი დარწმუნებულობის ან დაურწმუნებლობის ხარისხს განსახილველი საკითხის მიმართ. მაგალითად: "ვფიქრობ, რომ", "თითქმის დარწმუნებული ვარ", "შესაძლოა", "დასაშვებია" და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამების ზუსტი ფუნქცია დიდად არის დამოკიდებული სოციალურ კონტექსტზე, რომელშიც ხორციელდება ინტერაქცია, და ურთიერთობაზე ინტერაქციაში მყოფ პირებს შორის. კვლევები ადასტურებს, რომ ქალები უფრო ხშირად მიმართავენ თავის დამცავ ან თავის ამრიდებელ გამონათქვამებს, ვიდრე კაცები. ცალკე კვლევის საგანია ასეთი გამონათქვამების გამოყენება პოლიტიკოსების რიტორიკაში.

კომენტარები: