თეზაურუსიh

Hegemony

ჰეგემონია. ტერმინი, შემოღებული მეოცე საუკუნის დასაწყისის იტალიელი მარქსისტი თეორეტიკოსის ანტონიო გრამშის (1891-1937) მიერ, აღნიშნავს ძალაუფლების იმ განსაზღვრულ ტიპს, რომელიც აყალიბებს მასმედიის ყოვლისმომცველ ტენდენციებს შექმნილი სისტემის მხარდაჭერის მიზნით და რომელიც გამორიცხავს საპირისპირო და მეტოქეობრივ ღირებულებებს. გრამშის განმარტებით, ჰეგემონიის მდგომარეობა მიიღწევა მაშინ, როცა განსაზღვრული სოციალური ჯგუფების დროებითი და პირობითი ალიანსი განპირობებს იმგვარ კონსენსუსს, რომლის ძალითაც დომინანტური ჯგუფის ძალაუფლება თავს აჩენს როგორც ბუნებითად, ისე ლეგიტიმურად.

კომენტარები: