ორგანიზაციაh

Heritage Foundation

“მემკვიდრეობის ფონდი”, რომელიც 1973 წელს დაარსდა, კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც გამოხატვის თავისუფლების, შეზღუდული უფლებების, პიროვნული თავისუფლების, ტრადიციული ამერიკული ფასეულობების და ძლიერი სამოქალაქო თავდაცვის პრინციპებზე დაფუძნებული კონსერვატიული სახალხო ღირებულებების განმტკიცებაა.

ფონდი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კვლევებს აწარმოებს, რათა შემდგომში ეს კვლევები ისევ და ისევ საზოგადოების სასარგებლოდ წარმართოს. ფონდი თავის საქმიანობას აცნობს კონგრესის უმაღლესი თანამდებობის პირებს, პოლიტიკოსებს, მედიას, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებს.

მემკვიდრეობის ფონდი დამოუკიდებელი, გადასახადებისგან თავისუფალი ორგანიზაციაა, რომელიც საბჭოს მიერ იმართება. იგი მთლიანად კერძო შემოწირულობაზეა დამოკიდებული: ფიზიკური პირების, სხვადასხვა ფონდების და კორპორაციების მხრიდან. ორგანიზაცია უარს ამბობს სამთავრობო ფულზე და არ ასრულებს საკონტრაქტო სამუშაოს. ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი სახალხო კვლევითი ორგანიზაციაა. მას 710 000-ზე მეტი შემომწირველი ჰყავს, რითაც პირველ ადგილზეა მსგავს ორგანიზაციებს შორის.

ორგანიზაციის დაარსების დღედ 1973 წლის 16 თებერვალი არის მიჩნეული. ფონდის შტაბბინა მდებარეობს ვაშინგტონში, მასაჩუსეტს-ავენიუზე. მისი პრეზიდენტია ედვინ ფოილნერ უმცროსი, გენერალური მდივანი - თომას საუნდერს მესამე, ხოლო პატრონაჟს მას დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი უწევს. 2010 წლის მონაცემებით მემკვიდრეობის ფონდის ბიუჯეტი 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

heritage.org 

კომენტარები: