თეზაურუსიh

Hot Media, Cold Media

ცხელი მედია, გრილი მედია. ტერმინი ეკუთვნის კანადელ ენათმეცნიერს, ისტორიკოსს, კომუნიკატივისტიკის ტორონტოს სკოლის წარმომადგენელს მარშალ მაკლიუენს, ავტორს ნაშრომებისა "გუტენბერგის გალაქტიკა" (1962, The Gutenberg Galaxy) და "მედიის რაობის გაგებისთვის" (1964, Understanding Media). მარშალ მაკლიუენის აზრით, ცხელია მედია, რომელიც მოიცავს მაღალი სიმკვეთრის ინფორმაციასა და მონაცემებს, რომლებიც გრძნობისა და შეგრძნების უპირატესად ერთი ორგანოთი აღიქმება. ცხელი მედიის მაგალითია სმენითი ან მხედველობითი მედია, რადიო ან ფილმი. გრილი მედია, ამის საპირისპიროდ, ხასიათდება დაბალი სიმკვეთრის მქონე ინფორმაციით, იგი მეტ მონაწილეობასა და ჩართულობას მოითხოვს მიმღებისგან. გრილი მედიის ნიმუშებია: ტელევიზია, ბეჭდური მედია, კომიქსები.

კომენტარები: