თეზაურუსიh

Hyperreality

ჰიპერრეალობა. აღნიშნავს რეალობის ისეთ ხარისხსა და მდგომარეობას, როცა რეალობას რეალობის სიმულაცია ქმნის და იმიტირებული რეალობა უფრო "რეალური" და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რეალობა, რომლის იმიტაციასაც ჰიპერრეალობა ახდენს. ჰიპერრეალობის თვალსაჩინო მაგალითად ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი და იტალიელი სემიოლოგი უმბერტო ეკო დისნეილენდს მიიჩნევდნენ. ჰიპერრეალობა მათთვის, ვინც ქმნის და მოიხმარს მას, უფრო სასურველი და უპირატესი ხდება, ვიდრე რეალობის თავდაპირველი, ორიგინალური ვერსია. ბოდრიარის აზრით, დისნეილენდი არის სიმბოლო "იმიჯის, ხატის საზოგადოების" (1988), ხოლო ეკოსთვის დისნეილენდი "ტოტალური სიყალბის" (1986) სიმბოლოა. 

კომენტარები: