თეზაურუსიh

Hypothesis

ჰიპოთეზა. მკვლევრის დაშვება, რომელიც ეფუძნება მის მიერ სოციალურ სამყაროზე დაკვირვებას ან მის მიერ ჩატარებულ ადრინდელ კვლევებს, თეორიებს ან სხვა წერილობით წყაროებს, რომელსაც მკვლევარი გაეცნო და შეისწავლა. კომუნიკაციათმცოდნეობასა და მედიურ კვლევებში ჰიპოთეზა წარმოადგენს ურთიერთკავშირსა და ურთიერთმიმართებებს სხვადასხვა, განსაზღვრულ სოციალურ და კულტურულ/კომუნიკაციურ ფენომენებს შორის.

კომენტარები: