თეზაურუსიi

Iconic

იკონური, ხატნიშნური. ნიშნის ბუნების მსაზღვრელის სახელწოდება. იკონურია ნიშანი, რომელიც უშუალო ფიზიკურ, ვიზუალურ ან აუდიო მსგავსებას ავლენს აღსანიშნ ობიექტთან. ფოტო, კარიკატურა, გეოგრაფიული რუკა იკონური ნიშნების მაგალითებია.  ამერიკელი ფილოსოფოსის ჩარლზ პირსის კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს ნიშნის სამი კატეგორია: იკონური ნიშანი, ანუ ხატ-ნიშანი, ნიშან-ინდექსი, რომელიც ასოციაციურად უკავშირდება აღსანიშნ ობიექტს, და ნიშან-სიმბოლო, რომელსაც არავითარი ფიზიკური დ ასოციაციური მსგავსება და ანალოგია არ გააჩნია აღსანიშნ ობიექტთან. ნიშან-სიმბოლო კონვენციურია, იგი ადამიანთა შორის შეთანხმების პროდუქტია.

კომენტარები: