თეზაურუსიi

Ideological State Apparatuses

იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატი. ტერმინი წარმოდგება ფრანგი ფილოსოფოსის ლუი ალტჰუსერის შრომებიდან და აღნიშნავს იმ სოციალურ ინსტიტუციებს, რომლებიც, ალტჰუსერის განმარტებით, ადამიანების ცნობიერებას მათი მხარდაჭერის მიზნით აყალიბებენ, ვინც სახელმწიფოს აკონტროლებს, ანუ ეს ინსტიტუციები უზრუნველყოფენ სახელმწიფოს დომინანტური იდეოლოგიის მხარდაჭერას. ამ ინსტიტუციებს შორის არიან: განათლება, ოჯახი, რელიგია, საკანონმდებლო სისტემა, პარტიულ-პოლიტიკური სისტემა და მასმედია. ალტჰუსერმა იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატის საპირწონე ტერმინად დაამკვიდრა რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ტერმინი, რომელიც მოიცავს კანონს, სასამართლოს, პოლიციას და ჯარს. 

კომენტარები: