ორგანიზაციაl

L'Express

”ექსპღესი” (ფრ. - ”ექსპრესი”) ყოველკვირეული ფრანგული ახალი ამბების ჟურნალია. შეიქმნა 1953 წელს ინდო-ჩინეთის პირველი ომის დროს. ფორმატით  ამერიკულ ჟურნალ TIME-ს გავს. ოფისი პარიზშია.

ჟურნალი დაარსეს ჟან-ჟაკ სერვან-შრეიბერმა, შემდგომში „რადიკალების პარტიის“ პრეზიდენტმა და ფრანსუაზა ჟირომ, რომელიც მანამდე ELLE-ს რედაქტორი იყო, 1974 წელს - ქალთა საქმეების მინისტრი, ხოლო 1976 წელს - კულტურის მინისტრი. ტრადიციულად ჟურნალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციისაა.

2006 წლიდან გაზეთის მფლობელია Groupe Express-Roularta. 2008 წელს ჟურნალს ყოველკვირეულად 2,3 მილიონი მკითხველი ჰყავდა და ყოველთვიურად - დაახლოებით 2 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელი.

lexpress.fr

კომენტარები: