თეზაურუსიl

LAD [Language Acquisition Device]

ენის დაუფლების აპარატი. ენათმეცნიერ ნოემ ჩომსკის აზრით, ენის დაუფლების აპარატი წარმოადგენს ადამიანის ტვინის თანდაყოლილ აპარატს, რომელიც შესაძლებელს ხდის ინდივიდის მიერ ენის დაუფლებას. ჩომსკის ეს ჰიპოთეტური მოდელი ეფუძნება თეორიას, რომლის თანახმადაც ადამიანი არის დაპროგრამებული არსება ენის დაუფლებისა და შექმნის თვალსაზრისით.

კომენტარები: