თეზაურუსიl

Language Pollution

ენის დაბინძურება. აღნიშნავს ენის იმგვარად გამოყენებას, როცა ენა არასანდო ინსტრუმენტი ხდება გარემოსთან ადაპტაციისა და კომუნიკაციისთვის. გეილ და მიშელ მეიერსების თანახმად (The Dynamics of Human Communication, US: McGraw-Hill, 1985), ეს ხდება მაშინ, "როცა ენას ადამიანები იმის სათქმელად იყენებენ, რისიც მათ სინამდვილეში არ სჯერათ... როცა სიტყვები, ნებსით ან უნებლიეთ, არ ემსახურება რეალობის ახსნას". მკვლევრები გამოჰყოფენ ენის დაბინძურების სამ ძირითად ტიპს და ამ ტიპების მახასიათებლებს: 1) გაურკვევლობა, გაუგებრობა (სიტყვების უცნობი მნიშვნელობები); 2) ორაზროვნება (მრავალი მნიშვნელობა); 3) მოტყუება (საგანგებოდ შენიღბული და "ჩაბნელებული" მნიშვნელობები).

კომენტარები: