თეზაურუსიl

Lasswell’s Communication Model, 1948

კომუნიკაციის ლასუელის მოდელი, 1948 კომუნიკაციური პროცესის ჰაროლდ ლასუელისეულ ხუთსაფეხურიან მოდელს უფრო ხშირად განიხილავენ, როგორც ამ პროცესის კითხვარ-ინსტრუმენტს, ვიდრე მის აქტუალურ მოდელს. თუმცა იგი მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან პირველ საფეხურად მასმედიის ანალიზისა და შეტყობინების ტრანსმისიისა (გადაცემის) და რეცეფციის (მიღების) ინტერპრეტაციისთვის. ნაშრომში “კომუნიკაციის სტრუქტურა და ფუნქცია საზოგადოებაში” (1948, US: Harper&Row, The Communication of Ideas) ლასუელმა წამოაყენა პოსტულატი, რომ მასობრივი კომუნიკაციის სისტემის მნიშვნელობის გასაგებად საჭიროა შემდეგი შეკითხვების შემდეგი შესაბამისობით დაცვა: ვინ - რას ამბობს - რომელი არხით - ვის ეუბნება - რა ეფექტით. ვინაიდან სისტემის ბოლო შეკითხვა, შესაძლოა, მოიცავდეს უკუკავშირს, ამიტომ ლასუელის მოდელი, შესაძლოა, განვრცობილ იქნას შემდეგი შეკითხვით: რომელ (სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ესთეტიკურ) კონტექსტში მიმდინარეობს კომუნიკაციური პროცესი? აგრეთვე, ლასუელის მოდელი არ შეიცავს რეფერენციებს ინტერვენციული ცვლადებისადმი, ანუ იმ მედიაციური ფაქტორებისადმი, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ შეტყობინების მიმღებსა და მისი მხრიდან უკუკავშირზე.

კომენტარები: