ორგანიზაციაl

Le Figaro

„ფიგარო“ - ყოველდღიური კონსერვატიული შეხედულებების ფრანგული გაზეთი. შეიქმნა 1926 წელს როგორც - სატირული ყოველკვირეული გამოცემა. სახელი ეწოდა ბომარშეს პიესების გმირის, ფიგაროს მიხედვით. გაზეთის დევიზია: სადაც არ არსებობს კრიტიკის თავისუფლება, იქ დაუშვებელია ნემისმიერი სახის შექებაც“ („Sans la liberté de blâmer, il n’est point d'éloge flatteur“ - ფრაზა პიესიდან „ფიგაროს ქორწინება“ )

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Le Figaro გახდა წამყვანი ფრანგული გაზეთი და იგი გამოხატავდა საშუალო კლასის უმაღლესი წარმომადგენლების პოზიციას. გაზეთი 1966 წლიდან ყოველდღიურად გამოდის. 2008 წელს მისი ტირაჟი 320 003 ეგზემპლიარს შედგენდა.

გაზეთის მფლობელია Groupe Le Figaro. 2004 წლიდან გაზეთს აკონტროლებს კონსერვატიული პოლიტიკოსი და მილიარდერი სერჟ დასო და მისი კომპანია Dassault Group. სერჟ დასო ასევე ფრანგული აეროსკოსმოსური ჯგუფის, Dassault Aviation-ის ხელმძღვანელია.

გაზეთი ზოგადად ზომიერი მემარჯვენე პარტიების შეხედულებებს ასახავს. ამის გამო მას მუდმივად აკრიტიკებენ ”მემარცხენე” გამოცემები.

lefigaro.fr

კომენტარები: