ორგანიზაციაl

Le Matin

“ლე მატინი” (ფრანგ. “დილა”) - ფრანგულენოვანი შვეიცარიული ყოველდღიური გაზეთია, რომელიც ქალაქ ლუზანაში გამოიცემა. “ლე მატინი” 1983 წელს დაარსდა. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო La Tribune (“ტრიბუნა”). გაზეთი ფრანგული შვეიცარიის პირველ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გამოცემად ითვლება. 1972 წელს გაზეთს Tribune-Le Matin-ი დაარქვეს, ხოლო 1984 წლიდან დღემდე გამოცემას Le Matin-ი ჰქვია.

გაზეთი ტაბლოიდის ფორმატის გამოცემაა, მისი ტირაჟი დღეში 69350 ეგზემპლარია, ხოლო მკითხველების რაოდენობა ყოველდღიურად დაახლოებით 331 000 კაცს აღწევს. ამ მაჩვენებლით “ლე მატინი” ფრანგულენოვან შვეიცარიაში პირველ ადგილზეა. გაზეთს აქვს საკუთარი საკვირაო გამოცემა, რომლის ტირაჟი დაახლოებით 207 945 ცალია.

„ლე მატინის“ გამომცემელია „ედიპრესსე“ (Edipresse Group), რომელიც გაერთიანებულია უმსხვილეს შვეიცარიულ გამომცემლობა „ტამედიასთან“ (Tamedia). 2005 წლის 31 აგვისტოდან 2009 წლის 25 სექტემბრამდე „ედიპრესსე“ უშვებდა გაზეთს - „ლე მატინ ბლეუ“ (Le Matin Bleu) -, რომელიც ყოველდღიური იყო და რომანდიის (შვეიცარიის ფრანგული ნაწილი) ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდებოდა. მიუხედავად ანალოგიური სახელწოდებისა, „ლე მატინ ბლეუს“ სხვა სარედაქციო ჯგუფი გამოსცემდა. გაზეთის გამომცემელ „ედიპრესსეს“ „ტამედიასთან“ გაერთიანების შემდეგ „ლე მატინ ბლეუს“ გამოცემის შეწყვეტა მოუწია.

lematin.ch

კომენტარები: