ორგანიზაციაl

Le Monde diplomatique

”მონდ დიპლომატიკი” (ფრ. - ”დიპლომატიური მსოფლიო”), ფრანგი მკითხველები მას მოიხსენიებენ, როგორც Le Diplo-ს - ყოველთვიური ფრანგული გაზეთი, რომელიც მკითხველს პოლიტიკაზე, კულტურასა და მიმდინარე მოვლენებზე მემარცხენე ანალიზსა და შეხედულებებს სთავაზობს. გამოცემის ფრაგული ორიგინალის მიმოქცევა 350 000 ეგზემპლიარს აღწევს. 38 გამოცემას 26 ენაზე (აქედან 33-ზე მეტს ელექტრონული ვერსიაც ახლავს) მთლიანობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,4 მილიონი მკითხველი ჰყავს.

გაზეთი 1954 წელს დააარსა იუბერ ბიოვ-მერიმ, ფრანგულ გაზეთ Le Monde-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა. მიუხედავად იმისა, რომ Le Monde-ი გაზეთის 51%-ის წილის მფლობელია, Le Monde diplomatique-ის რედაქცია მაინც დამოუკიდებელია. თავდაპირველად გაზეთი დიპლომატებისთვის შეიქმნა და იგი საგარეო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებს აშუქებდა. მოგვიანებით მან კონცენტრაცია მოახდინა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე და სხვა საკითხებზე... გაზეთი აკრიტიკებდა ნეოლიბერალურ იდეოლოგიასა და 1980-იანი წლების მარგარეტ ტეტჩერისა და რონალდ რეიგანის პოლიტიკას. ცივი ომის შემდეგ ის ყურადღებას ეთნიკურ კონფლიქტებსაც უთმობს.

2001 წლის 11 სექტემბრისა და ერაყის მეორე ომის შემდეგ გაზეთი განაგრძობდა აშშ-ს „ძალადობრივი ინტერვენციის“ პოლიტიკის კრიტიკას ახლო აღმოსავლეთში.


monde-diplomatique.fr

კომენტარები: