ორგანიზაციაl

Le Nouvel Observateur

(ფრ. „ახალი მიმომხილველი“). ხშირად მოიხსენიებენ შემოკლებით Le Nouvel Obs. მემარცხენე შეხედულებების ფრანგული პოლიტიკური და კულტურული ყოველკვირეული ჟურნალი. აუდიტორიისა და ცირკულაციის მხრივ (მიმდინარე ტირაჟი დაახლოებით 538 200) ის ყველაზე განთქმული ფრანგული ჟურნალია. ოფისი პარიზში მდებარეობს.

პირველი ნომერი გამოიცა 1964 წლის 19 სექტემბერს. გამოცემის დღიდან აშუქებს პოლიტიკის, ბიზნესის და ეკონომიკის ახალ ამბებს. მისი ძლიერი მხარეებია პოლიტიკის და ლიტერატურის საკითხების ანალიზი. ხშირად მას ირონიულად აღწერენ, როგორც „ფრანგ ინტელექტუალთა“ მრევლის ჟურნალს“

ჟურნალი იზიარებს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის იდეებს. ტრადიციულად მასში თავისუფლებების მიმართ პატივისცემა სოციალური თანასწორობის იდეას ერწყმის.

ჟურნალის სარედაქციო საბჭოში შედიან მისი ორი დამფუძნებელი კლოდ პერდრიელი და ჟან დანიელი, ორი მთავარი რედაქტორი და ჟურნალის გენერალური დირექტორი.

http://tempsreel.nouvelobs.com/ 

კომენტარები: