ორგანიზაციაl

Le Parisien

”პაღიზია” („პარიზელი“) - ფრანგული ყოველდღიური ცენტრისტული გაზეთი. აშუქებს ნაციონალურ და საერთაშორისო ახალ ამბებს, ასევე, პარიზისა და მისი შემოგარენის ამბებს. ის პოპულარული ნაციონალური გამოცემაა და მისი ყოველდღიური ტირაჟი 530 000 ეგზემპლიარია.

გაზეთი 1944 წელს დააარსა ემილიენ ამორიმ და 1986 წლამდე მისი სახელწოდება იყო - Le Parisien libéré („თავისუფალი პარიზელი“). ნაციონალური გამოცემა გამოვიდა სახელწოდებით Aujourd’hui en France („დღეს საფრანგეთში“).

გაზეთის მფლობელია ფრანგული მედიაჯგუფი Amaury Group. კომპანიის ფინანსურმა ბრუნვამ 2005 წელს 650 მილიონ ევროს მიაღწია, რომლის 80% პრესაზე მოდის.   

leparisien.fr

კომენტარები: