ორგანიზაციაl

Le Point

”პუა” (ფრ. - „თვალსაზრისი“) - ყოველკვირეული ფრანგული კონსერვატიული საინფორმაციო ჟურნალი. მისი ოფისი პარიზშია.

1972 წელს Le Point-ი ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დააარსა, რომლებმაც მანამდე, ერთი წლით ადრე, L'Express-ის სარედაქციო საბჭო დატოვა. ჟურნალი გამოიცა ჯგუფ Hachette-ის (ცნობილი ფრანგული გამომცემლობა) ფინანსური მხარდაჭერით. მისი ფორმატი ყველაზე ახლოს ისეთ ჟურნალებთანაა, როგორებიც Time-ი და Newsweek-ია.

ჟურნალის მფლობელი დღეს ფრანგული მულტინაციონალური ჰოლდინგი PP-ია, რომლის დამფუძნებელიც და მესაკუთრეც მილიარდერი ბიზნესმენი ფრანსუა პინოა. 2010 წელს პინოს ქონება 8,7 მილიარდ დოლარად შეფასდა, რის გამოც მან Forbes-ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 77-ე ადგილი დაიკავა.

lepoint.fr

კომენტარები: