ორგანიზაციაl

Le Temps

“ლე ტემპსი” (ფრანგ. „დრო“) - ფრანგულენოვანი შვეიცარიული ყოველდღიური გაზეთია. ის 1998 წლის 18 მარტს ჟენევაში შეიქმნა 3 გამოცემის journal de Geneve-ს, gazette de Lausanne-სა და Le Nouveau Quotidien-ის გაერთიანების შემდეგ. გაზეთი ძირითადად საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ეკონომიკასა და კულტურას მიმოიხილავს. Le Temps მთელი შვეიცარიის მასშტაბით ვრცელდება და ის საფრანგეთშიც იყიდება. გაზეთის სახელწოდება საფრანგეთის რესპუბლიკაში დაარსებული ანალოგიური სახელწოდების გაზეთისგან მოდის, რომელსაც 1944 წლიდან Le Monde ჰქვია.

გაზეთის გამომცემელია ჯგუფი ‘’Le Temps SA’’, რომლის 50 %-ის მფლობელიც ერთ-ერთი გავლენიანი მედიაჯგუფი „ედიპრესსეა“ (Edipresse Group), ხოლო მეორე 50-%-ს საფონდო კორპორაცია Ringer Group ფლობს. Le Temps-ის დანარჩენ 18 %-იან წილს ინაწილებენ: ბანკირი კლოდ დემოლე - 7 %-ით, გაზეთში მომუშავე პერსონალი - 6 %-ით და გამოცემა Le Monde - 5%-ით. 2010 წლისათვის Le Temps-ისთვის შვეიცარიის შვიდ უმნიშვნელოვანეს ქალაქში (ჟენევა, ბერნი, ფრიბურგი, ლოზანა, ნეუჩატელი, სიონი და ციურიხი) 130 კორესპონდენტი მუშაობდა. გაზეთის ტირაჟი დღეში 42 433 ეგზემპლიარია.

„ლე ტემპსმა“ წინაპარი გაზეთების საპატივცემულოდ ციფრული ბიბლიოთეკა შექმნა, სადაც მსურველებს გამოცემების journal de Geneve-ს, gazette de Lausanne-სა და Le Nouveau Quotidie-ს ყველა ნომრის ნახვა შეუძლიათ. ბიბლიოთეკაში შვეიცარიის 200-წლიანი თავისუფალი პრესის არქივია თავმოყრილი. ამაში „ლე ტემპსს“ შვეიცარიის ნაციონალური და რეგიონალური არქივი დაეხმარა.

letemps.ch 

კომენტარები: