ორგანიზაციაl

Les Echos

”ეკო” („ეხო“) - ფრანგული პირველი ყოველდღიური ფინანსური გაზეთი. აშუქებს მიმდინარე ნაციონალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო ბიზნესის ამბებს. ოფისი პარიზში აქვს.

გაზეთი 1908 წელს დაარსდა ძმებ რობერტ და ემილ სერვან-შრეიბერების მიერ. 1928 წლიდან გამოცემა ყოველდღიური გახდა.

1988 წელს გაზეთი პირსონმა იყიდა და 2007 წლამდე ის ბრიტანულ მედიაჯგუფ Pearson PLC-ს ეკუთვნოდა. 2007 წლიდან გაზეთი Groupe Les Echos-ს საკუთრებაა, რომელიც თავისთავად ფუფუნების საგნების ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის მედიაჯგუფს წარმოადგენს. ფრანგული პრესის წარმომადგენლების უმრავლესობის მსგავსად, ამ გაზეთსაც აქვს მიღებული მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიები. 2003-2010 წლებში მან პრესის მოდერნიზაციის დახმარების ფარგლებში 1,5 მილიონი ევრო მიიღო.

გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა ლიბერალურია. მას ორასამდე ჟურნალისტი ჰყავს; აქედან, უცხოეთში თორმეტი მუდმივი კორესპონდენტი და ორმოცდაათამდე რეგიონალურ ჟურნალისტთა ქსელია.

გაზეთის მთავარი კონკურენტი გაზეთი La Tribune-ია.

lesechos.fr

კომენტარები: