ორგანიზაციაl

Libération

”ლიბეღასიონი” (ფრ. - „გათავისუფლება“). ცნობილია ასევე Lib-ს სახელწოდებით. მემარცხენე შეხედულებების ფრანგული ყოველდღიური გაზეთი. მისი დამფუძნებლები არიან ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი და მემარცხენე აქტივისტი და ჟურნალისტი სერჟ ჟიული, რომლებმაც გაზეთი 1968 წლის მაისის საპროტესტო მოძრაობის ტალღაზე შექმნეს. გაზეთის ოფისი პარიზშია.

Libération-ის პირველი ნომერი 1973 წლის 18 აპრილს გამოიცა. 2007 წელს მისი ტირაჟი 174 000-დან 145 000 ეგზემპლიარამდე შემცირდა. Libération-მა ფრანგულ ყოველდღიურ გაზეთებს შორის ვებგვერდი პირველმა შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცემა ტრადიციულად დიდ ყურადღებას იჩენს ისეთი თემების მიმართ, როგორებიცაა ანტირასიზმი, ფემინიზმი, მშრომელთა უფლებები, 2005 წელს გამოცემის კაპიტალში მილიარდელ ედუარდ როტშილდის წილის გაჩენისა (37%) და იმავე წელს გაზეთის რედაქტორის სერჟ ჟიულის პოზიციის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროპის კონსტიტუციის შექმნას, გაზეთს ბევრმა მისმა მემარცხენე მკითხველმა ზურგი შეაქცია. 2006 წელს სერჟ ჟულიმ როტშილდთან უთანხმოების გამო გაზეთი დატოვა.დღეს Libération-ის სარედაქციო კურსი სოციალურ-ლიბერალურია. 

www.liberation.fr/ 

კომენტარები: