ბიოგრაფიაl

Lobjakas, Ahto

აჰტო ლობიაკასი 

 

ესტონელი ჟურნალისტი. 2000-2010 წლებში ის ბრიუსელში, „რადიო თავისუფლების“ (Radio Free Europe / Radio Liberty) კორესპონდენტად მუშაობდა. მანამდე, 1995 – 1999 წლებში, ამავე რადიოს ესტონური ბიუროს შტატგარეშე თანამშრომელი იყო და ლონდონში ცხოვრობდა. მისი კვლევისა და ინტერესის საგანი, ძირითადად, ევროკავშირი და ნატოა. ამჟამად ის ესტონური გამოცემა Postimees-სთვის ყოველკვირეულ საავტორო სვეტებს ამზადებს და აქტიურად თანამშრომლობს (როგორც ანალიტიკოსი) ესტონეთის საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტთან (Estonian Foreign Policy Institute).

აჰტო ლობიაკასმა ლუნდის უნივერსიტეტი (University of Lund) დაამთავრა, მანამდე ოქსფორდში სწავლობდა. ფლობს ფინურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და შვედურ ენებს.

კომენტარები: