ორგანიზაციაl

Los Angeles Times

"ლოს ენჯელეს ტაიმსი" (ინგლ. - "ლოს ანჯელესის დროება"). შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი ყოველდღიური გაზეთი. მემარჯვენე ორიენტაციის. გამოიცემა 1881 წლიდან ლოს ანჯელესში (კალიფორნია). 2010 წლის აღწერის თანახმად, ტირაჟის მიხედვით, "ლოს ენჯელეს ტაიმსი" შეერთებული შტატების მეორე უდიდესი მეტროპოლიური გამოცემაა, ხოლო გაყიდვების კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესოთა ხუთეულში შედის.

გაზეთს თითქმის საუკუნის განმავლობაში ოტის-ჩენდლერების ოჯახი ფლობდა, მართავდა და გამოსცემდა. 1882 წლიდან გაზეთს სათავეში ჰარისონ ოტისი ჩაუდგა, რომლის სახელსაც "ლოს ენჯელეს ტაიმსის" ფინანსური წარმატება უკავშირდება. ოტისის გარდაცვალების შემდეგ საგამომცემლო საქმე მისმა სიძემ, ჰარი ჩენდლერმა, ხოლო მოგვიანებით შვილიშვილმა, ნორმან ჩენდლერმა გააგრძელეს. სწორედ ამ უკანასკნელის სახელს უკავშირდება გაზეთის სწრაფი ზრდა ომის შემდეგომ პერიოდში.

2000 წელს "ლოს ენჯელეს ტაიმსი" "ტრიბიუნ კომპანიმ", "ჩიკაგო ტრიბიუნის" მშობელმა კომპანიამ შეიძინა. სტრუქტურულად გაზეთი "ლოს ენჯელეს ტაიმს მიდიაგრუპში" შედის.

latimes.com

კომენტარები: