თეზაურუსიn

Narrative

ნარატივი. თხრობა, ამბავი, ისტორია, რომელიც მოგვითხრობს, ვის რა როდის შეემთხვა რა გარემოებებსა და ვითარებაში. კომუნიკატივისტიკაში ნარატივს ასევე უწოდებენ ამბავს, რომელიც გაჯერებულია იგივეობრივი იდენტობების მქონე ადამიანებისა და ჯგუფების მიერ გაზიარებული გამოცდილებითა და ღირებულებებით. ტრადიციული გაგებით, ნარატივი განისაზღვრება როგორც ტექსტი, რომელიც აღწერს ხდომილებების განსაზღვრულ თანმიმდევრობას (ამ შემთხვევაში ეს იგივეა, რაც ისტორია, მოთხრობა, მონათხრობი, თხრობა).  ამერიკელი ენათმეცნიერი და სოციოლოგი შიფრინი ნარატივს განსაზღვრავს, როგორც „ტექსტის, ანუ დისკურსის ფორმას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვახდენთ განვლილი გამოცდილების რეკონსტრუქციასა და რეპრეზენტაციას - როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის“[Schiffrin 2006: 321]. 

კომენტარები: