თეზაურუსიn

Narrative Logic of Romance (Radway, 1984)

სასიყვარულო (რომანტიკული) ნარატივის ლოგიკა (რედუეი, 1984). კულტურის ბრიტანელმა მკვლევარმა რედუეიმ, განავრცო რა რუსი მეცნიერის ვლადიმირ პროპის (1968) ნაშრომი ნარატივის თეორიის შესახებ, შექმნა მასობრივად ტირაჟირებული სასიყვარულო ნარატივის ლოგიკური მოდელი. ამ მოდელს საფუძვლად დაედო სერიალების ("საპნის ოპერების") ნარატივის ჟანრული თავისებურებანი. რედუეის მოდელში სერიალის სიუჟეტური ხაზის განვითარების თითოეული საფეხური იმგვარად არის წარმოდგენილი, რომ ყოველი საფეხური, რომლებსაც თხრობის კულმინაციურ წერტილამდე მივყავართ, რევერსულად უკავშირდება კულმინაციის შემდგომ ყოველ საფეხურს; აღმასვლისა და დაღმასვლის სტადიები ნარატივის მკაცრად განსაზღვრულ წყვილ ერთეულებს ქმნიან. მაგალითად, სერიალის დასაწყისში ნაჩვენები მთავარი გმირის გაურკვეველი წარმოშობა დასკვნით ეტაპზე მკაფიოდ იდენტიფიცირებულია – იგი მდიდარ, გამარჯვებულ მემკვიდრედ გვევლინება; ან: თუკი კვანძის შეკვრის ერთ–ერთ საფეხურზე გმირი ქალი ანტაგონისტურად არის განწყობილი არისტოკრატი მამაკაცის მიმართ, კვანძის გახსნაში იგი ემოციურად და სექსუალურად პასუხობს კაცის გრძნობებს. რედუეის მოდელი ერთ–ერთ თვალსაჩინო მეთოდურ სქემად ითვლება ნარატივის თეორიაში. (იხილეთ Seriality და Propp's People).

კომენტარები: