ორგანიზაციაn

National Endowment for Democracy [NED]

NED (“ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის”) - ამერიკული არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა. დაარსდა 1983 წელს. მისი მიზანი დემოკრატიის მხარდაჭერა და განვითარებაა. ორგანიზაცია დამოუკიდებელ ორგანოდ ითვლება, თუმცა მისი შემოსავლების უმეტესობა ამერიკის კონგრესის ნებართვით მთავრობისგან ფინანსდება. ფონდის სათაო ოფისი ვაშინგტონშია.

ფონდი რონალდ რეიგანის ინიცატივით დაარსდა. USAID-მა (United States Agency for International Development) დემოკრატიის მხარდასაჭერი საშუალებების მოსაძიებლად კონტრაქტი გააფორმა The American Political Foundation-თან (APF). ამ პროცესს The Democracy Program-ი („დემოკრატიული პროგრამა“) უწოდეს. APF-მა რეკომენდაცია გაუწია ამერიკის მთავრობას, რათა მას დაეარსებინა არაკომერციული, დამოუკიდებელი ნაციონალური ფონდი დემოკრატიისათვის - NED-ი, რომელიც კონგრესის დადგენილებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ყოველწლიურად დაფინანსდებოდა.

NED არსებითად საგრანტო ფონდია, რომელიც უცხოეთში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გასცემს თანხებს. გრანტების გაცემის მთავარი მიზანი დემოკრატიის განვითარებაა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. NED-ის ფონდის თითქმის ნახევარი ნაწილდება ამერიკული დემოკრატიული პრინციპების მხარდამჭერ ოთხ მთავარ ორგანიზაციაზე; ესენია: American Center for International Solidarity („საერთაშორისო სოლიდარობის ამერიკული ცენტრი“), Center for International Private Enterprise (CIPE) („საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრი“), National Democratic Institute for international Affairs (NDI) („საგარეო საქმეთა ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი“) და International Republican Institute (IRI) („საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“). NED-ის ფონდის მეორე ნახევარი გადანაწილებულია ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაზე ამერიკის ფარგლებს გარეთ.

NED-ის მოქმედი პრეზიდენტია კარლ გერშმანი, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის ყოფილი უმაღლესი მრჩეველი და ამერიკელი სოციალ-დემოკრატების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

ned.org

კომენტარები: