თეზაურუსიn

Nerd

ყუმი, კომპიუტერის ფანატიკოსი. ზოგადად ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანს საშუალოზე მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, თუმცა განუვითარებელი სოციალური უნარებით, როგორც წესი, ცუდად ჩაცმულს. ყუმებს წარმოაჩენენ როგორც მორცხვ, ფეთხუმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ნორმალური ურთიერთობის დამყარება სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ტერმინმა კნინობითი ელფერი მას შემდეგ დაკარგა, რაც  აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს საზოგადოების ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, ბევრი ყუმია, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველაზე მზარდ, მდიდარ და გავლენიან ბიზნესში.

კომენტარები: