ორგანიზაციაn

New York Post

ნიუ იორკ პოსტი (ინგლ.: "ნიუ იორკის სვეტი"). უძველეს ცამეტ ამერიკულ გაზეთთაგან ერთ-ერთი. უწყვეტად გამოიცემა 1801წლიდან. 1993 წლიდან გაზეთს მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის "ნიუს კორპორეიშნი" ფლობს. ტირაჟის მიხედვით, "ნიუ იორკ პოსტი" მეშვიდე ადგილზეა შეერთებული შტატების ლიდერი გაზეთების ათეულში. გაზეთი მერდოკის მიერ დამკვიდრებულ სენსაციონალისტური, "ტაბლოიდური", ბულვარული ჟურნალისტიკის სტილს მისდევს. "ნიუ იორკ პოსტს" ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ახალი ამბების შერჩევა გასაშუქებლად მერდოკის ბიზნესინტერესების ჭრილში ხდება. "ნიუ იორკ პოსტის"რედაქცია ნიუ იორკში, "ავენიუ ოფ ემერიკასზე" მდებარეობს, სატელევიზიო არხის "ფოქს ნიუსისა" (Fox News)  და გაზეთ"უოლ სტრიტ ჯორნელის" (The Wall Street Journal) რედაქციებთან ერთად.

კომენტარები: