თეზაურუსიn

Newcomb's ABX Model of Communication, 1953

ნიუკომბის საკომუნიკაციო მოდელი ABX, 1953. შენონისა და უივერის მათემატიკური მოდელისგან განსხვავებით, ნიუკომბის მოდელში კომუნიკაციის პროცესი წარმოდგენილია არა ხაზობრივი, არამედ სამკუთხედი სტრუქტურით. მეორენაირად მას ორიენტაციულ მოდელსაც უწოდებენ. სამკუთხედის წვეროებია: A (კომუნიკატორი), B (კომუნიკატორი) და X (სიტუაცია ან სოციალური კონტექსტი, რომელშიც ხორციელდება კომუნიკაცია). ნიუკომბის მოდელი გულისხმობს, რომ კომუნიკატორებისგან გაგზავნილი ყოველი შეტყობინება მიმართულია როგორც ერთმანეთისადმი, ისე კონტექსტისადმი.

კომენტარები: