თეზაურუსიn

News Values

ახალი ამბების ღირებულებების სისტემა. ასევე ცნობილია, როგორც საინფორმაციო ღირებულებების სისტემა. ეს სისტემა მოიცავს: 1) სიხშირეს (მოვლენის მოხდენა დროში უნდა ეთანადებოდეს საინფორმაციო საშუალების პერიოდულობისა და გამოსვლის სიხშირეს. მაგალითად, მკვლელობა მეტი ალბათობით იქცევა მედიამოვლენად, ვიდრე "მესამე სამყაროს" განვითარების ნელი პროგრესი); 2) ამპლიტუდას (რაც უფრო დრამატული და მასშტაბურია მოვლენა, მით მეტად ხვდება იგი მედიაში); 3) არაორაზროვნებას (მკაფიო, ჩამოყალიბებული მნიშვნელობის მქონე მოვლემენი მეტად იპყრონებ ჟურნალისტებისა და რედაქტორების ყურადღებას, ვიდრე ბუნდოვანი და ორაზროვანი ხდომილებები); 4) ახლოობა (რაც უფრო ახლოა მოვლენა შინაურ სივრცესთან, რაც უფრო ეთნოცენტრულია იგი, მით მეტი ალბათობით ხდება იგი მედიამოვლენა); 5) შესაბამისობას (ეს არის ხარისხი, რომლითაც მოვლენა პასუხობს ჩვენს მოლოდინებსა და პროგნოზებს); 6) მოულოდნელობას (კრიტერიუმი, რომელიც მე-4 და მე-5 კრიტერიუმების საპირწონეა); 7) განგრძობადობას.

კომენტარები: