თეზაურუსიn

Noelle-Neumann's Spiral of Silence Model of Public Opinion, 1974

საზოგადოებრივი აზრის დუმილის სპირალის მოდელი, ნოელე-ნოიმანი, 1974. ნაშრომში "დუმილის სპირალი: საზოგადობრივი აზრის თეორია" (The Spiral of Silence: a Theory of Public Opinion, Journal of Communication, 24 (1974)) გერმანელმა კომუნიკაციათმცოდნემ, პროფესორმა ელიზაბეტ ნოელე-ნოიმანმა გამოსცადა ურთიერთმიმართება სამ საკომუნიკაციო ფაქტორს: მასმედიას, ინტერპერსონალურ კომუნიკაციასა და საზოგადოებაში სხვებთან ურთიერთობების ინდივიდუალურ აღქმას - შორის. მოდელი ემყარება დაშვებას, რომ ადამიანები განიცდიან შიშს, როცა აღმოაჩენენ, რომ ისინი იზოლირებულნი, გარიყულნი არიან საზოგადოებრივი აზრისა და გაბატონებული დამოკიდებულებებისგან. ასეთ შემთხვევაში ადამიანები იწყებენ პასუხის ძებნას შეკითხვაზე: რას ფიქრობენ დ აგანიცდიან სხვა ადამიანები;  როგორია უმრავლესობის აზრი, ანუ გაბატონებული, დომინანტური საზოგადოებრივი აზრი? შეიძლება ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ მისი პირადი შეხედულება ძალიან დაშორებულია საზოგადოებრივ აზრს, რომ მის მოსაზრებას საფუძველი არ აქვს; რაც უფრო ხშირად და მეტად ხდება ასე, მით უფრო ხშირად და მეტად იპყრობს მას იზოლაციისა და გარიყვის შიში და ამიტომ იგი სულ უფრო ნაკლებად გამოხატავს თავის მოსაზრებას, ანუ დუმილს ირჩევს.

კომენტარები: