ბიოგრაფიაn

Nordmann, François

ფრანსუა ნორდმანი

 

შვეიცარიელი ფრანგულენოვანი ჟურნალისტი. გაზეთ Le Temps-ის ერთ-ერთი ავტორი.

ფრანსუა ნორდმანმა განათლება სანტ-მიჩელისა და ჟენევის უნივერსიტეტებში მიიღო. 1971 წელს იგი შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტში მუშაობდა და დიპლომატიური მისიით ხშირად მოგზაურობდა სუბსაჰარულ აფრიკაში (კამერუნი, ნიგერია, კოტ-დიუვარი, სენეგალი). 1980 წელს ნორდმანი გაეროში შვეიცარიის მისიის წარმომადგენლად დაინიშნა, 1984 წელს კი იგი გვატემალასა და ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში ელჩად გადაიყვანეს.

1987 წელს ნორდმანმა იუნესკოს შვეიცარიის დელეგაციაში გადაინაცვლა. 1994 წლიდან იგი დიდ ბრიტანეთში შვეიცარიის წარმომადგენლად დაინიშნა, 2004 წლიდან კი - საფრანგეთში შვეიცარიის ელჩად (2006 წელს მისი მისია მონაკოზეც გავრცელდა).

დღეს ფრანსუა ნორდმანი გაზეთ Le Temps-ის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტში მუშაობს და ანალიტიკურ პუბლიკაციებს აქვეყნებს.

კომენტარები: