თეზაურუსიn

Normative theory of mass communication

მასობრივი კომუნიკაციის ნორმატიული თეორია. მასობრივი კომუნიკაციის თეორიის ტიპების ეს კლასიფიკაცია, რომელიც პარადიგმაში ხუთი ტიპს თეორიას აერთიანებს, ბრიტანელ კომუნიკაციათმცოდნეს, დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ეს ტიპებია: სოციალურ-მეცნიერული, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული და ყოველდღიური. ნორმატიული თეორია შეისწავლის მედიისა და მასობრივი კომუნიკაციების სხვა ინსტიტუციების ფუნქციონირების ნორმატიულ და მარეგულირებელ საფუძვლებს განსაზღვრული სოციალური ღირებულბების სისტემაში. ამგვარი თეორიები, როგორც წესი, ეფუძნებიან მოცემული საზოგადოების სოციალურ ფილოსოფიასა თუ იდეოლოგიას. თეორიის ეს ნაირსახეობა, დენის მაკქუეილის აზრით, იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც იგი მონაწილეობს მედიაინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და და ლეგიტიმაციაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიის მიმართ საზოგადოების მოლოდინზე. ამა თუ იმ საზოგადოების წიაღში შექმნილი ნორმატიული თეორიები შეისწავლიან თავიანთ მედიას კანონმდებლობის, მარეგულირებელი ნორმების, მედიური პოლიტიკის, ეთიკის კოდექსებისა და საჯარო დებატების ჭრილში.

კომენტარები: