თეზაურუსიo

Omnibus survey

ბაზრის კომპლექსური შესწავლა.  "დამგზავრებული" გამოკითხვა, კვლევა. ხანდახან ქართულენოვან წყაროებში, შესაძლოა, შეგხვდეთ როგორც "ომნიბუსური გამოკითხვა" ან "სინდიკატური კვლევა". ტერმინი აღნიშნავს გამოკითხვის ისეთ პროცედურას, როცა ესა თუ ის დაინტერესებული ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევის კითხვარში ყიდულობს ერთ ან ორ შეკითხვას, ანუ ემგზავრება კომპეტენტურ და გამოცდილ ორგანიზაციას. დამგზავრებული გამოკითხვა ხარჯდამზოგავ და სანდო მეთოდად მიიჩნევა კვლევების ტექნიკებს შორის, იგი ეფექტური და გამართლებულია, როცა კომპანიის ინტერესი ერთ ან ორ შეკითხვაზე პასუხით შემოიფარგლება. ტექნიკურ ჟარგონზე omnibus survey-ს სინონიმია piggy-back survey.

კომენტარები: