ორგანიზაციაo

openDemocracy

ელექტრონული ანალიტიკური ჟურნალი ისეთ თემებზე დისკუსიისთვის შეიქმნა, როგორებიცაა საერთაშორისო პოლიტიკა, კულტურა. ვებ-გვერდი მკითხველს სთავაზობს ახალ ამბებს და ანალიტიკურ სტატიებს, რომელთა ავტორებიც არიან მეცნიერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე წერენ.

ვებ-გვერდი 2000 წელს შექმნეს ენტონი ბარნეტმა, დევიდ ჰაისმა, სუზან რიჩარდსმა და პოლ ჰილდერმა. საიტი 2001 წელს ამოქმედდა. openDemocracy ეძღვნება ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას. გამოცემის მიზანია მკითხველს არაპოპულარული მოსაზრებები და შეხედულებები შესთავაზოს, რადგან მისი დამფუძნებელების აზრით არგუმენტების გაცვლა და გეოგრაფიული საზღვრებით შეუზღუდავი ურთიერთგაგება უსამართლობის პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ელექტრონული გამოცემის ცნობილ სპონსორებს შორის არიან, კოფი ანანი, ჯორჯ სოროსი, სიდნი ბლუმენტალი და სხვ. ვებ-გვერდს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი აფინანსებს, მათ შორის Ford Foundation, the Atlantic Philanthropies, the Rockefeller Brothers Fund, the Joseph Rowntree Charitable Trust და სხვა ფონდები. გამოცემას ჰყავს ინდივიდუალური მხარდამჭერებიც: რეინჰარდ ჰესე, კარლ ჯერასი და სხვ.

ვებ-გვერდის პირველი რედაქტორი მისი დამფუძნებელი ენტონი ბარნეტი იყო, რომელიც დღეს ვებ-გვერდის ბრიტანული პოლიტიკის განყოფილების რედაქტორია. 2010 წლიდან გამოცემის რედაქტორია როზმარი ბეჩლერი, მთავარი რედაქტორია ტონი კარსონ პრაისი.

openDemocracy-ს გამოსცემს openDemocracy Limited, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია, რომლის მფლობელიცაა openDemocracy Foundation for the Advancement of Global Education.

ვებ-გვერდის სპეციალური პროექტებია: openDemocracyRussia, OurKingdom, openEconomy, 50.50, openIndia და სხვ.

კომენტარები: