თეზაურუსიo

Operational theory of mass communication

მასობრივი კომუნიკაციის ოპერაციული თეორია. მასობრივი კომუნიკაციის თეორიის ტიპების ეს კლასიფიკაცია, რომელიც პარადიგმაში ხუთი ტიპს თეორიას აერთიანებს, ბრიტანელ კომუნიკაციათმცოდნეს, დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ეს ტიპებია: სოციალურ-მეცნიერული, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული და ყოველდღიური. ოპერაციული თეორია შეისწავლის იმ პრაქტიკულ იდეებს, რომლებსაც მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის ველის პრაქტიკოსები თავიანთი სამუშაოს შესრულებისას იყენებენ. მედიის შემთხვევაში ოპერაციული თეორია ემსახურება გადაწყვეტილებების მიღებას ისეთი ფუნდამენტური ამოცანების გადაჭრისას, როგორებიც არის: ახალი ამბების შერჩევა, სელექცია, სისტემატიზაცია, რეკლამის ეფექტური დიზაინის შექმნა და ასე შემდეგ.

კომენტარები: