ორგანიზაციაo

Organization for Security and Cooperation in Europe [OSCE]

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია [ეუთო]

 

უმსხვილესი რეგიონალური, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სფეროა უსაფრთხოება და რომელშიც გაერთიანებულია 56 სახელმწიფო ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან. მისი მანდატი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა - შეიარაღების კონტროლი, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები. მისი თანამშრომლების უმეტესობა (3,500 ადამიანი) ჩართულია საველე ოპერაციებში. შტაბბინებში მხოლოდ საშტატო შემადგენლობის 10 პროცენტი მუშაობს.

ეუთოს სტრუქტურა:

სამიტი - სახელმწიფოს მეთაურთა პერიოდული შეხვედრები
საგარეო საქმეთა მინისტრთა ყოველწლიური სამიტი
მუდმივმოქმედი საბჭო, რომელსაც ერთი წლით არჩეული თავმჯდომარე ხელმძღვანელობს
უსაფრთხოების ფორუმი
უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების დარგში
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში

კომენტარები: