ორგანიზაციაo

Ottawa Citizen

“ოტავა სითიზენი” (ინგლ. - “ოტავის მოქალაქე“) ინგლისურენოვანი ყოველდღიური კანადური გაზეთია. ის 1845 წელს დაარსდა და თავდაპირველად მას The Bryrown Packet-ი ერქვა. ამჟამინდელი სახელწოდება გაზეთმა 1851 წელს მიიღო და მისი დევიზი, რომელიც ამ ბოლო ხანს რედაქტორის გვერდზე დაბრუნდა, ასეთია: ‘’კეთილსინდისიერი თამაში და დღის სინათლე’’ (Fair play and Day-Light).

„ოტავა სითიზენმა“ ბევრი მფლობელი გამოიცვალა და ამასთან ერთად ის პოლიტიკურ შეხედულებებსაც იცვლიდა ხოლმე: ხან კონსერვატიულ პოზიციას იკავებდა, ხან კი ლიბერალებს უჭერდა მხარს. 2006 წლიდან გაზეთი კვლავ კონსერვატიულ ღირებულებებს უჭერს მხარს.

გაზეთის სათაო ოფისი ქალაქ ოტავაში მდებარეობს. 2012 წლის ივნისიდან „ოტავა სითიზენი“ სტატიებს ვებგვერდზეც აქვეყნებს, რომელიც ფასიანია.

გაზეთის მფლობელი Postmedia Network-ია. 2011 წლის მონაცემებით, გამოცემის ჯამური ტირაჟი კვირაში მილიონს აღემატება.

ottawacitizen.com

კომენტარები: