ორგანიზაციაo

Oxford Times

“ოქსფორდ ტაიმსი“ (ინგლ. – „ოქსფორდის დრო“) ინგლისური ყოველკვირეული გაზეთია. იბეჭდება ქალაქ ოქსფორდში. გაზეთის მფლობელი კომპანია Newsquest-ი ამერიკული Gannett Company-ს შვილობილია.

გაზეთს რამდენიმე დამატება აქვს, მათ შორის - Oxfordshire Limited Edition-იც, რომელიც თვის პირველ ნომერს მოჰყვება და რომელიც ბიზნეს-დამატებაა.

„ოქსფორდ ტაიმსი“ 1862 წელს დაარსდა. მას შემდეგ გამოცემამ უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის - გაერთიანებული სამეფოს წლის რეგიონალური გაზეთის ტიტული 2004, 2005 და 2007 წლებში. 2008 წლიდან ის ტაბლოიდის ფორმატით გამოდის. „ოქსფორდ ტაიმსს“ ვებგვერდიც აქვს, სადაც ყოველდღე ქვეყნდება განახლებული სტატიები.

oxfordtimes.co.uk 

კომენტარები: