ორგანიზაციაr

Radio Free Europe\Radio Liberty [RFL\RL]

"რედიო ფრი იუროპ/რედიო ლიბერთი" (ინგლ. - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება). დაფუძნდა 1950 წელს, ცივი ომის დასაწყისში. რადიოს მისია იყო, რკინის ფარდის მიღმა მცხოვრები აუდიტორიისთვის გაეცნო არაცენზურირებული ახალი ამბები, შეეთავაზებინა დისკუსია და ღია დებატები იმ საკითხების შესახებ, რომელთა თაობაზე კომუნისტური რეჟიმები მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ მოსახლეობას ან საერთოდ არ აცნობდნენ. რადიომ უდიდესი როლი ითამაშა კომუნიზმის დაცემასა და ახალგაზრდა დემოკრატიების ჩამოყალიბებაში პოსტ-კომუნისტურ ევროპაში. 1991 წელს ესტონეთის პრეზიდენტმა ლენარტ მერიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ნობელის პრემიის ნომინანატად დაასახელა. თავდაპირველად განცალკევებული ორგანიზაციები „რადიო თავისუფალი ევროპა“ და „რადიო თავისუფლება“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ძალისხმევით შეიქმნა. რადიოს შექმნის მიზანი იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში საბჭოთა კავშირიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ემიგრირებული ნიჭიერი ადამიანების მობილიზაცია და დარაზმვა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად. ორივე რადიოს დღესაც ამერიკის კონგრესი აფინანსებს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით, თუმცა რადიოს „თავისუფალი ევროპა“ კერძო შემომწირველებიც ჰყავს. რადიოები 20 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, 28 ენაზე მაუწყებლობენ.

rferl.org  

კომენტარები: