თეზაურუსიs

Samizdat

სამიზდატი. იატაკქვეშა, არაინსტიტიუციური გამოცემა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ნაწარმოებები ან ანტისაბჭოთა შინაარსის პოლიტიკური ნარკვევები საბეჭდ მანქანაზე ან იატაკქვეშა პრიმიტიულ საბეჭდ მოწყობილობაზე იკრიფებოდა და ხელიდან ხელში გადაცემით ვრცელდებოდა. სამიზდატურ გამოცემებს მიეკუთვნება ალექსანდრ სოლჟენიცინისა და სხვა დისიდენტი მწერლებისა და მოაზროვნეების ნაშრომები. სიტყვა სამიზდატი რუსულიდან ითარგმება როგორც "თვითგამოცემა". სამიზდატის ჟღერადობასთან მიმსგავსებით შეიქმნა ტექნიკური ჟარგონული სიტყვა "ტამიზდატი", რომელიც აღნიშნავდა რუსი და საბჭოთა  მწერლების ნაწარმოებებს, გამოცემულთ დასავლეთში (სიტყვების თამაში: "там" - "იქ", "издат" - "გამოცემა").

კომენტარები: