SAU \ Standard Advertising Unit
სტანდარტული სარეკლამო ერთეული. ბეჭდურ (საგაზეთო და საჟურნალე) ინდუსტრიაში შემუშავებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ხდება სარეკლამო ფართობის შესყიდვა. ეს ერთეული მოსახერხებელია საგაზეთო/საჟურნალე რეკლამის ფასების შესადარებლად სხვა ტიპის მედიასთან.