თეზაურუსიs

Schema \ Schemata

სქემა, სილოგიური ფიგურა, გეგმა, პროგრამა. მეხსიერებაში შენახული ჩარჩო ან ყალიბი, რომელიც თავს უყრის ინფორმაციას განსაზღვრული მოვლენის ან ცნების შესახებ. გამაერთიანებელი ჩარჩო, რომელიც ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე ფართოვდება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არსებული სქემები და ჩარჩოები დიდწილად განაპირობებენ ინდივიდუუმის მიერ ყოველი ახალი ინფორმაციის აღქმას, ვინაიდან ადამიანების უმრავლესობა ყოველ ახალ შეტყობინებას უსადაგებს არსებულ ჩარჩოებს და მათ მნიშვნელობას არსებულ სქემებთან შესაბამისობით აფასებს.

კომენტარები: