თეზაურუსიs

Schramm's Models of Communication, 1954

კომუნიკაციის შრამისეული მოდელი, 1954. ამერიკელმა კომუნიკაციათმცოდნემ უილბერ შრამმა კომუნიკაციის თავისი მოდელი შენონისა და უივერის კომუნიკაციის მოდელზე (ე.წ. კომუნიკაციის მათემატიკურ თეორიაზე, 1949) დააფუძნა, თუმცა განსხვავება ამ ორ მოდელს შორის მდგომარეობდა მკვლევრების ინტერესსა და - აქედან გამომდინარე - მიდგომებში. თუკი შენონსა და უივერს კომუნიკაციის და შეტყობინების გადაცემის ტექნოლოგიები აინტერესებდათ, შრამი კომუნიკაციის სოციალური ბუნების მკვლევარი იყო. შრამმა შენონისა და უივერის ტერმინები "გადამცემი" და "მიმღები" სხვა ტერმინებით - "კოდის შემკვრელითა" და "კოდის გამხსნელით" შეცვალა, რითაც აქცენტი კომუნიკაციის პროცესის კულტურალურ და სოციალურ განზომილებებზე, შეტყობინების მნიშვნელობებზე დასვა, ანუ იმ "გამოცდილების ველზე", რომლის წყალობითაც ცალკეული სიგნალები მნიშვნელობებს იძენენ მოცემული კომუნიკაციური პროცესის ფარგლებში. ამ ტერმინების დამკვიდრებით შრამმა ხაზი გაუსვა ყოველი სიგნალის, ყოველი ნიშნის არა ერთადერთ და აბსოლუტურ მნიშვნელობას, არამედ მნიშვნელობების მთელს სპექტრს, რომელსაც ნიშანი ან სიგნალი გადამცემისა და მიმღების სოციალურ-კულტურულ კონტექსტში იძენს. შრამს ეკუთვნის უკუკავშირის იდეაც, რომელიც მისი ნაშრომის გამოქვეყნებამდე კომუნიკაციის თეორიაში არ წარმოადგენდა აღიარებულ ტერმინს. 

კომენტარები: