ლექსიკონიs

scorched-earth policy

„მიწის გადაწვის“ პოლიტიკა - „მიწის გადაწვის“ პოლიტიკა - სამხედრო სტრატეგია ან ოპერაცია, რომელიც შეტევის ან უკან დახევის დროს არმიის მხრიდან მტრისთვის სასარგებლო ნებისმიერი რესურსის განადგურებას ვარაუდობს. თავდაპირველად ეს სტრატეგია საკვები რესურსების გარეშე დატოვების მიზნით მტრის მარცვლეული კულტურის განადგურებას გულისხმობდა, თუმცა თანამედროვე პრაქტიკაში ტერმინი ინფრასტრუქტურის განადგურებასაც ვარაუდობს. ეს პრაქტიკა არმიამ შეიძლება როგორც მტრის, ასევე, საკუთარ ტერიტორიაზეც გამოიყენოს. ასეთი პრაქტიკა გავრცელებული იყო რუსეთში ნაპოლეონისა და ჰიტლერის არმიების წინააღმდეგ. კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის საკვებით მომარაგების არხების განადგურების სტრატეგია ჟენევის 1977 წლის კონვენციის პირველი პროტოკოლის 54-ე მუხლით აიკრძალა. აკრძალვის მიუხედავად ეს მეთოდი მაინც გამოიყენება. პროტოკოლი ვრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც კონვენციას შეუერთდნენ, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისებია: შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, პაკისტანი და ერაყი.

 

Russia's brutal response, including Mr. Putin's scorched-earth campaign in Chechnya, fueled the rise of Muslim extremist groups that have been growing steadily stronger despite nonstop counterterrorism operations - რუსეთის სასტიკი საპასუხო რეაქცია, მათ შორის ჩეჩნეთში პუტინის მიერ განხორციელებული „მიწის გადაწვის“ პოლიტიკა, ხელს მუსულმანური ექსტრემისტული დაჯგუფებების გაძლიერებას უწყობს, რომელთა რიცხვიც, უწყვეტი კონტრტერორისტული ოპერაციების მიუხედავად, მტკიცედ იზრდება [The Washington Post, EditorialWhy Russia can't stop terrorists”]

 

კომენტარები: