თეზაურუსიs

Self-identity

თვითიდენტობა. წიგნში „Modernity and Self-Identity“ (UK: Polity Press, 1991) ენტონი გიდენსი თვითიდენტობას გვიანი მოდერნულობის პერიოდში განსაზღვრავს როგორც “პიროვნების მიერ რეფლექსურად აღქმულ თვითობას თავისი ბიოგრაფიის მახასიათებლების მიხედვით“. გიდენსის აზრით, თვითიდენტობა უკავშირდება საკუთარი თავის კოგნიტიურ შეცნობას, რომელიც მოითხოვს აზრისა და ქმედების თვითგაცნობიერებას. თვითიდენტობა მუდმივად საჭიროებს შექმნასა და შენარჩუნებას ინდივიდუუმის რეფლექსურ აქტივობაში.

კომენტარები: