თეზაურუსიs

Self-presentation

თვითწარმოჩენა. ტერმინი აღნიშნავს ინდივიდების ქცევებისა და კომუნიკაციის ყალიბებს სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც ადამიანები გაცნობიერებულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს ამა თუ იმ კუთხით. უკუკავშირი, შეფასება თუ გამოხმაურება, რომლებსაც თვითწარმოჩენის შედეგად  ვიღებთ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდივიდუუმის თვითობის შექმნაში. თვითწარმოჩენის კონცეპტის ანალიზისას ამერიკელმა სოციალურმა ფსიქოლოგმა ერვინგ გოფმანმა (1971) საკვანძო ცნებად დაამკვიდრა "პერსონა". მისი აზრით, პერსონა არის ის პერსონაჟი, მოქმედი პირი, რომელიც განსაზღვრულ როლს თამაშობს მოცემულ სოციალურ სიტუაციაში. ასევე, გოფმანი იყენებს ტერმინს "პერფორმანსი" თვითწარმოჩენის აქტის აღსაწერად.

კომენტარები: